უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და დაწესებული შეზღუდვების უმეტესობის შემსუბუქება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის სწორად გამოყენებაა და სოციალური დისტანციის დაცვა.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/520a1
How to Record Hands-Free on Snapchat