კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია

საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის. ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები უკვე გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/a0e5d
Samsung HW-B650: A Powerful Soundbar for an Immersive Audio Experience