საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 33 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა კი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, პრემიერის დავალებით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების, ისე - კოვიდის მართვის პროცესში ახალი კლინიკური სასტუმროების ჩართვის კუთხით.

დეტალური ინფორმაცია: http://gov.ge/s/403c5
The Benefits of Using a YT Audio to MP3 Converter